დეკანის გვერდი

kakhaber_chelidze.jpgფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, 2007 წელს იქნა ჩამოყალიბებული ჯერ სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სახით, რომლის სახელწოდებაც მოგვიანებით დღევანდელით შეიცვალა.

2007–2008 სასწავლო წელს ფაკულტეტზე გადმოყვანილ იქნა ყოფილი სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 5
00–ზე მეტი სხვადასხვა სპეიცალობის სტუდენტი, მათ შორის 60–მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ორი ტრადიციული, თვითმყოფადი სკოლის შერწყმამ საშუალება მოგვცა შეგვექმნა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის
ევროპული სტანდარტების, თანამედროვე საბაკალავრო პროგრამა, რომლის მსმენელები მომავალ პროფესიას ეუფლებიან უნივერსიტეტის სხვადასხვა, თეორიულ თუ კლინიკურ დეპარატმენტებში, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთან აფილირებულ სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებში; ფაკულტეტზე მოქმედებს  ორი სამაგისტრო პროგრამა, განხილვის სტადიაშია მეტად აქტუალურ მიმართულებებზე ორიენტირებული რამდენიმე ახალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა.

სამი წელი ისტორიისთვის არც თუ ისე ბევრია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი განვლილი სამი წლის მანძილზე რეგიონის ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო სკოლის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღირსეულ და განუყოფელ ნაწილად იქცა.

წინამდებარე ვირტუალური გვერდის მიზანი გახლავთ არა მარტო ფაკულტეტის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, არამედ ჩვენსა და 
თქვენს შორის ვირტუალური დიალოგის შენარჩუნება, რაც გულისხმობს თქვენი
მხრიდან შენიშვნების, საქმიანი წინადადებებისა და რჩევების მოწოდებას.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი აქტიური მონაწილეობა ფაკულტეტის საქმიანობაში გახლავთ მისი
ანვითარების ერთ–ერთი ძირითადი პირობა, ამიტომაც მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გვერდზე შემობრძანებისათვის; გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსაზრებები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის!

პატივისცემით,
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი კახაბერ ჭელიძე  
                      Curriculum Vitae