სასწავლო პროცესი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2010-2011 წლის სასწავლო პროცესის ვადები განსაზღვრულია შემდეგი წესით:
ა. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია (პირველი კურსის სატუდენტებისთვის): 6 სექტემბერი-1 ოქტომბერი 2010 წ.
ბ. გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია: 6 სექტემბერი - 1 ოქტომბერი 2010 წელი.
გ. სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 13 სექტემბერი - 27 სექტემბერი 2010 წ.
დ. პირველი სემესტრის ვადები: 20 სექტემბერი, 2010 წ. - 15 თებერვალი 2011 წ.
ე. მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სექტორის პირველი კურსის სტუდენტებთან სწავლა დაიწყოს 12 ნოემბერს, 2010 წ.
ვ. პირველი სემესტრის საგამოცდო სესია: 10 იანვარი 2011 წ - 15 თებერვალი 2011 წ.
ზ. სტუდენტთა საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი 2010 - 9 იანვარი 2011წ.
თ. სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 28 თებერვალი 2011 - 14 მარტი, 2011წ.
ი. მეორე სემესტრის ვადები: 28 თებერვალი - 21 ივლისი 2011 წ.
კ. "სააღდგომო" არდადეგები - 18 აპრილი - 25 აპრილი 2011 წ.
ლ. მეორე სემესტრის საგამოცდო სესია: 20 ივნისი - 21 ივლისი 2011 წ.
მ. დამამთავრებელი გამოცდები: 2011 წ. 6 ივნისიდან.
ნ. მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი სექტორის მეექვსე კურსის დამამთავრებელი გამოცდა ჩატარდება 2011 წ. 2 მაისს.
ო. გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის მე-4 და მე-5 კურსის კლინიკურ დისციპლინებში, ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და უმაღლესი პროფესიული პროგრამების პირველი, მე-2 და მე-3 კურსის დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის დამატებით სასესიო პერიოდში.
2. სათანადო საფუძვლების ან ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენისლისგან განსხვავებული სასწავლო პროცესის თარიღები.
3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია (შემდგომში რეგისტრაცია) განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა. განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
დ. ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ე. პირადობის მოწმობის ასლი;
ვ. უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულება;
ზ. სწავლის საფასური გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევში პირი კარგავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და ეთქმება დასაბუთებული უარი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე
6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადებში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.
7. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემსეტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) - "სასწავლო პროცესის მართვის სისტემის" საშუალებით.
8. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.


თსსუ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე 
სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა 
პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია 

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

1. განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე
2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი
3. ვაჟებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი 3/4
5. პირადობის მოწმობის ასლი
6. ხელშეკრულება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის
7. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში პირი კარგავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და ეთქმება დასაბუთებული უარი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე (თსსუ რექტორის ბრძანება #61/01 22 ივლისი 2009 პუნქტი 5)

სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას დადგენილ ვადებში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება (თსსუ რექტორის ბრძანება #61/01 22 ივლისი 2009 პუნქტი 6)

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია – ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) – "სასწავლო პროცესის მართვის სისტემის" საშუალებით (თსსუ რექტორის ბრძანება #61/01 22 ივლისი 2009 პუნქტი 7)

სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადაში (თსსუ რექტორის ბრძანება #61/01 22 ივლისი 2009 პუნქტი 8)