სიახლე

"უნივერსიადა 2010"–ის პრიზიორთა დაჯილდოება

მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "საშობაო დარბაზში" სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა "უნივერსიადა 2010"–ის პრიზიორთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხაზგასმით აღნიშნა სტუდენტთა სასპორტო და სახელოვნობო მიღწევების უდიდესი მნიშვნელობა და მადლიერება გამოხატა არა მარტო პრიზიორების, არამედ უნივერსიადის თითოეული მონაწილის მიმართ.

სხვა გამომსვლელთა შორის გამარჯვებულებს მიესალმა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძეც, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს თავდადებისათვის.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო პრიზიორთა დაჯილდოებას.










"უნივერსიადა 2010" დასრულდა

მიმდინარე წლის 19 ივნისს დასრულდა "უნივერსიადა 2010", რომელზედაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არა მარტო აკადემიური სამედიცინო განათლების კერაა, არამედ სტუდენტთა კულტურული და სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრიც. 
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უცხადებს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს "უნივერსიადა 2010"-ზე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებაში წვლილის შეტანის გამო.

ოქროს მედლები
გიორგი ანთელიძე – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 100 მ–ზე რბენა
გიორგი ანთელიძე – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 200 მ–ზე რბენა
ბიძინა ამაშუკელი – პირველი კურსი – ჩოგბურთი

ვერცხლის მედლები
ნათია გელაშვილი – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 400 მ–ზე რბენა
ნათია გელაშვილი – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 800 მ–ზე რბენა
ლიკა დვალიშვილი – პირველი კურსი – მძლეოსნობა – 100 მ–ზე რბენა
ლაშა ხარაიშვილი – მე–4 კურსი – ბირთვის კვრა
ლევან ჩუბინიძე – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა
ბექა ბიქოშვილი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა

ბრინჯაოს მედლები
ზურაბ შუბითიძე – მე–3 კურსი – ძალისმიერი სამჭიდი
დავით ფილფანი – მე–4 კურსი – ხელბურთი
დავით ფილფანი – მე–4 კურსი – ფრენბურთი
ზურაბ ბერძენიშვილი – მე–4 კურსი – ხელბურთი
თორნიკე კაპანაძე – მე–3 კურსი – მძლეოსნობა – 400 მ–ზე რბენა
ზაქრო ფოლადაშვილი – მე–4 კურის – მძლეოსნობა – 1500 მ–ზე რბენა 
რევაზ აბელაშვილი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა
კონსტანტინე მუკვანი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა
სოფო ბეწუაშვილი – მე–4 კურსი – ფრენბურთი
თამარ ფართლაძე – მე–4 კურსი – ფრენბურთი
დიტო მაისურაძე – მე–4 კურსი – ფრენბურთი
გია გვენეტაძე – მე–4 კურსი – ფრენბურთი
გიორგი გედევანიშვილი – მე–4 კურსი – ფრენბურთი
გიორგი ბჟალავა – მე–4 კურსი – ფრენბურთი
ლევან კობაური – მე–2 კურსი – რაგბი
ლევან ჭაფოძე – მე–4 კურსი – რაგბი
ლუკა კვარაცხელია – პირველი კურსი – რაგბი
გიორგი დალაქიშვილი – მე–3 კურსი – რაგბი
რამაზ ხარაზიშვილი – მე–4 კურსი – რაგბი
გიორგი სურმავა – მე–4 კურსი – რაგბი


ცვლილება სტიპენდიის შესახებ დებულებაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 27 მაისის N23/5 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება თსსუ-ს სტიპენდიის შესახებ დებულებაში. იხილეთ ბმული


ESPRM XVII კონგრესი

მიმდინარე წლის 23–27 მაისს ვენეციაში (იტალია) ჩატარდა ევროპის ფიზიკური და რეაბილიტაციური მედიცინის ასოციაციის (ESPMR) კონგრესი,რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსსუ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნელი კაკულიამ.

კონგრესს წინ უძღოდა ESPMR პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც ასევე მონაწილეობდა პროფსორი კაკულია, როგორც საქართველოს ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ESPMR საბჭოს წევრი.

კონგრესის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის გარდა, დამყარდა ურთიერთოება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების თანამოსახელე ასოციაციებთან.


"უნივერსიადა 2010"

მიმდინარე წლის პირველი ივნისის მდგომარეობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს "უნივერსიადა 2010"–ის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებით გუნდური მე–5 პოზიცია უკავია 3 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით.

სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მიღწევაში ლომის წილი ეკუთვნით ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს:

ოქროს მედლები
გიორგი ანთელიძე – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 100 მ–ზე რბენა
გიორგი ანთელიძე – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 200 მ–ზე რბენა
ბიძინა ამაშუკელი – პირველი კურსი – ჩოგბურთი

ვერცხლის მედლები
ნათია გელაშვილი – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 400 მ–ზე რბენა
ნათია გელაშვილი – მე–4 კურსი – მძლეოსნობა – 800 მ–ზე რბენა
ლიკა დვალიშვილი – პირველი კურის – მძლეოსნობა – 100 მ–ზე რბენა
ლაშა ხარაიშვილი – მე–4 კურსი – ბირთვის კვრა
ლევან ჩუბინიძე – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა
ბექა ბიქოშვილი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა

ბრინჯაოს მედლები
ზურაბ შუბითიძე – მე–3 კურსი – ძალისმიერი სამჭიდი
დავით ფილფანი – მე–4 კურსი – ხელბურთი
ზურაბ ბერძენიშვილი – მე–4 კურსი – ხელბურთი
თორნიკე კაპანაძე – მე–3 კურსი – მძლეოსნობა – 400 მ–ზე რბენა
ზაქრო ფოლადაშვილი – მე–4 კურის – მძლეოსნობა – 1500 მ–ზე რბენა 
რევაზ აბელაშვილი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა
კონსტანტინე მუკვანი – მე–4 კურსი – ქართული ჭიდაობა

უნივერსიადის დასრულებამდე (9 ივნისი) შეჯიბრებები ჩატარდება ექვს სახეობაში, რომელთაგან ფაკულტეტის სტიდენტები მონაწილეობას მიიღებენ მინი ფეხბურთში, ძიუდოსა და შვიდკაცა რაგბში.


ტრენინგის მონაწილეთა დაჯილდოება

2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია "HERA XXI"–ის (საქართველო), ჰოლანდიური ETC CRYSTAL-სა და როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის (RUM) მონაწილეობით მიმდინარეობს პროექტი "ბებიაქალთა ცოდნისა და უნარ–ჩვევების გაუმჯობესება საქართველში", რომლის ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტი გახლავთ ბებიაქალთა დიპლომამდელი განათლების კურიკულუმის შემუშავება.

თსსუ–სა და RUM–ის კოორდინირებული მუშაობის შედეგად ფაკულტეტის პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებს უკვე შეემატა ICM (International Confederation of Midwives) სტანდარტების შესაბამისი პროგრამა, რომელიც თავის პირველ მსმენელებს 2010–2011 სასწავლო წელს მიიღებს. 

კურიკულუმზე მუშაობის პარალელურად 2009 წლიდან სამ ეტაპად ჩატარდა პედაგოგ ბებიაქალთა მოსამზადებელი სემინარები თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა სამშობიარო სახლებში მომუშავე 10 ბებიაქალის მონაწილეობით.

როტერდამის ბებიაქალთა აკადემიის პერსონალის მიერ ჩატარებული სემინარების თემატიკა მოიცავდა ინტერპერსონალურ და სოციალურ ურთიერთობათა უნარებს, პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას და გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს.

21 მაისს შედგა სემინარებში მონაწილეთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც გახსნა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.

ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახლემწიფო სამეიდიცნო უნივერსისტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რის შემდეგაც შედგა დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი.

  
   
   


EuroPRevent 2010 Prague
–ს გამარჯვებული

2009 წლის 9 მაისს, პრაღაში მიმდინარე EuroPRevent 2010–ის საგამოფენო სექციაში შედგა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევარებისა და EACPR (Prevention & Health Policy, Epidemiology & Public Health, Cardiac Rehabilitation, Sports Cardiology, Exercise Physiology & Basic Science) სექციის მოდერირებულ პოსტერთა შორის საუკეთესოების დაჯილდოება. (იხილეთ ბმული)

ექვს გამარჯვებულთა შორის სპორტული კარდიოლოგიის ქვესექციის ჟიურიმ KP Mellwig (Bad Oeynhausen, DE)–სა და D. Corado (Padova, IT)–ს თავმჯდომარეობით საუკეთესოდ აღიარა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის კარდიოლოგის ლელა მასხულიას მიერ წარდგენილი მოდერირებული პოსტერი “Evaluation of Left Ventricular Hypertrophy in Highly Trained Adolescent Athlets”. პოსტერში ასახულია ამავე ცენტრში წარმოებული, მაღალი ტრენირების სპორტსმენებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიაზე ფოკუსირებული უნიკალური კვლევის შედეგები.  



არქივი