განცხადებები

დეპარტამენტებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებისა და სასწავლო ნაწილების საყურადღებოდ!

სტუდენტთა სასწავლო პროცესზე დასწრების გაუმჯობესების მიზნით თითოეული დეპარტამენტის თუ მიმართულების სასწავლო ნაწილი ვალდებულია სასწავლო კვირის დასაწყისში დეკანატის ელექტრონულ მისამართზე pmrtsmu@yahoo.com გადმოაგზავნოს წინა კვირის გაცდენების კონტროლის უწყისის ელექტრონული ვერსია. შესაძლებელია შევსებული და შესაბამისი წესით დამოწმებული ფორმის წარდგენა უშუალოდ დეკანატის სამდივნოშიც (თსსუ ადმინსტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N11). დადგენილისგან განსხავებული ფორმით წარმოდგენილი მონაცემები სამდივნოში არ მიიღება. შეკითხვებისთვის მიმართეთ სამდივნოს შემდეგ ტელეფონზე 54 24 08.