არქივი

მადლობის წერილი
6.06.09

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი 2009 წლის 25 მაისის წერილით (8/1) მადლობას უცხადებს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე–4 კურსის ქვემოთ ჩამოთვლილ სტუდენტებს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მზადებაში შეტანილი წვლილის გამო:
1. აბრამიშვილი თეონა
2. მუხადგვერდელი თათია
3. ცაციაშვილი სოფიო
4. სალუქვაძე რუსუდანი
5. წვიმიტიძე ნინო
6. ნაროზაშვილი მარიამი
7. არჩვაძე თენგიზი
8. ბაღათურია ზურა
9. ბაღათურია დიმიტრი
10. ბერიტაშვილი არჩილი
11. დეკანოიძე ირაკლი
12. იაგანაშვილი ლევანი
13. ლინნიკი ლევანი
14. კვირჩილაძე ვახტანგი
15. ხითარიძე ჯემალი
   



EuroPRevent 2009 კონფერენცია სტოკჰოლმში
14.05.09 

2009 წლის 6–9 მაისს სტოკჰოლმში (შვედეთი) ჩატარდა გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ევროპის ასოციაციის კონგრესი EuroPRevent2009 - Live a Heart Healthy Life, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ექიმებმა ლელა მასხულიამ და თათა ჩუტკერაშვილმა, როგორც ასოციაციის სპორტული კარდიოლოგიის ჯგუფის წევრებმა.

8 მაისს ფინალური პროგრამული ნომრით 394 საკონფერენციო დარბაზში C7 შედგა ლელა მასხულიას მოხსენების Electrocardiographic patterns in Georgian high level male athletes with increased left ventricular mass ორალური პრეზენტაცია. სპორტული კარდიოლოგიის აქატუალური პრობლემისადმი მიძღვნილმა მოხსენებამ კონგრესის ორგანიზატორთა და მონაწილეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.    




მადლობის წერილი
25.01.10 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის
დეკანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს


ბატონო კახა,

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია გაცნობებთ, რომ 2009 წლის 223–25 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში ტარდება მსოფლიოს თასის გათამაშება ძიუდოში, სადაც იასპარეზებს საქართველოს ნაკრების 28 სპორტსმენი. აღნიშნული ღონისძიებისთვის უკვე ორი კვირაა სასტუმრო "ბატესტაში" ემზადება საქართველოს ნაკრები. გუნდის მომზადებაში, სპორტსმენთა ინდივიდუალურ მასაჟსა და რეაბილიტაციაში დიდი წვლილი შეიტანეს თქვენი ფაკულტეტის შემდეგმა სტუდენტებმა:

1. არჩვაძე თენგიზი
2. ხითარიძე ჯემალი
3. არევაძე ლევანი
4. ლინნიკი ლევანი
5. კვირჩილაძე ვახტანგი
6. ბერიტაშვილი არჩილი
7. ბაღათურია ზურაბი
8. ბაღათურია დიმიტრი
9. დეკანოიძე ირაკლი
10. იაგანაშვილი ლევანი
11. შაორშაძე გიორგი

აღნიშნულ სტუდენტებს ოლიმპიური გუნდისა და სპორტული მედიცინის სახელით ვუცხადებ მადლობას

პატივისცემით,
პრეზიდენტი  ზურაბ კახაბრიშვილი
  



დეკანის არჩევნები
9.12.08

2008 წლის 9 დეკემბერს ჩატარდა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჭელიძე