დანართი 2
დამტკიცებულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი
საბჭოს 2010 წლის 27 მაისის
N23/5 დადგენილებით


სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
სტიპენდიის შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 28 იანვრის N22/2 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიის შესახებ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თსსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ყოველ სემესტრში, საბჭოს მიერ დადგენილი წესით, შესაბამისი ფონდის ფარგლებში. სტიპენდიანტების რაოდენობა დგინდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სტუდენტთა წინა სემესტრის GPA სარეიტინგო მაჩვენებლის მიხედვით. მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსზე - კლინიკური ინტეგრაციის წელი, სტიპენდია ინიშნება ერთი წლით, მე-5 კურსის სარეიტინგო მაჩვენებლის მიხედვით."